წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები, – იუწყება BBC.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირებული იყო ქალაქ პორტ-ვილადან 30 კილომეტრში.
მიწისძვრის კერის სიღრმე 57 კილომეტრზე დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია შენობები და ავტომობილები. კერძოდ, სერიოზულად დაზიანდა აშშ-ს, ინგლისის, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის საელჩოების შენობები.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს იყო ყველაზე მძლავრი მიწისძვრა ვანუატუს სანაპიროებთან ბოლო 20 წლის განმავლობაში.
კომენტარები