ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ კომერციული ატაშეები დაინიშნებიან.
„კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის დაქვემდებარების ქვეშ. ამ პროექტს შიდა პროცედურები გავლილი აქვს და უახლოეს მომავალში მთავრობაზე წარვადგენთ. სავარაუდოდ, ეკონომიკურ ატაშეებს ყველა ჩვენს საელჩოში ვერ დავნიშნავთ, არამედ მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ძალიან აქტიურია ჩვენი სავაჭრო ბრუნვა. თუმცა, თვითონ საელჩოები, რა თქმა უნდა, ჩართულები უნდა იყვნენ ეკონომიკაში. მათი მხადაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერებისთვის და ბაზრების მოპოვებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომენტარები