ისინი მიჩვეულები არიან „ქართული ოცნების“ მიმართ ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე რაღაც ბრალდებებზე საუბარს და ეტყობა იმდენად მიეჩვივნენ, რომ ცოტა გაუტკბათ და ასეთ მასშტაბებზეც გავიდნენ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მან შეაფასა გიორგი გახარიას განცხადება, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხება.
„როდესაც არც ფაქტი და არც მტკიცებულება გაქვს და მხოლოდ იმიტომ საუბრობ, რომ რაღაც მესიჯბოქსად გამოადგეს შემდეგ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიებს, მინიმუმ მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გმართებს“, – აცხადებს მაჭავარიანი.
კომენტარები