ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, განხილული იყოს ყველა ის საკითხი, რაც სჭირდება საქართველოს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას.
„ჩამოდიან ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მომხსენებლები. მათ ექნებათ შეხვედრები საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, განხილული იყოს ყველა ის საკითხი, რაც სჭირდება საქართველოს და რაც ქვეყნის ინტერესებშია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში ხვალ (14 იანვარს) იგეგმება.
კომენტარები