გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მორიგი ვიზიტი შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მიხაილ როთი აქტიურ პოლიტიკას ემშვიდობება და მისი ვიზიტი იქნება ერთგვარი გამოსამშვიდობებელი აქტი რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებთან.
„მისი საქმიანობის ნაწილად იქცა, რომ საქართველოში, რუსთაველის გამზირზე იდგეს. როგორც ვიცით ის მომავალ პარლამენტში აღარ აპირებს კენჭისყრას, აქტიურ პოლიტიკას ემშვიდობება და როგორც ვიცი, ერთგვარი გამოსამშვიდობებელი აქტი აქვს რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებთან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტს აანონსებს.
კომენტარები