ბუნებრივია, ეს დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დადგება ინდივიდუალური პასუხისმგებლობებიც.
„ნომერ პირველი მიზანი ამ კომისიის არის ის, რომ დადგინდეს „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის სტატუსის მინიჭების საკითხი და არსებობს ამის უამრავი მტკიცებულება. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს და თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება, შემდეგ უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობებიც აუცილებლად დადგება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ჯაშუში პოლიტიკოსები – „ერთიანი ნეიტრალური“ საქართველო მტკიცებულებებს აგროვებს და გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს. საზოგადოებრივ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სამართლებრივი შეფასება მიეცეს ქვეყანაში დღემდე მოქმედი ჯაშუშური ქსელის საქმიანობას, რომელიც 4 პარტიას აერთიანებს.