თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი პოლიციელების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა და ბულინგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
”ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს.
ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.
სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგის და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ მის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.
მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს!
#პოლიციელიგმირია #მადლობაშსს”
კომენტარები