ჩვენ ვართ „ქართული ოცნება“, ვინც რუსეთს მოუგო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში და რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალა, რომ თითქოს ომის დანაშაულები ჩაიდინეს და თითქოს ომი მათ დაიწყეს, ეს ყველანაირი რისკი ჩვენ გადავაზღვიეთ და რუსეთს დაერქვა ოკუპანტი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„მანამდე ჩვენ ამ ქმედებას ვერ დავიწყებდით. იყო კიდევ რაღაც გარემოებები თავს მოხვეული კოჰაბიტაცია და რამდენიმე მიზეზი, სადაც ჩვენ ანგარიშის გაწევა გვიწევდა გარე ძალების მიმართ.
სამი წლის განმავლობაში ყველა ვაკვირდებით, ყველანაირი გადაწყვეტილებების მიღება რაც ეხება ჩვენს ქვეყანას ხდება საქართველოშივე. ამას აქვს ორი დატვირთვა. ერთი ის, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს და დაუსჯელი არავინ არ დარჩეს იმ 9 წლის რეჟიმის შემოქმედები და გაირკვეს თუ რატომ აღმოგვაჩინეს რუსეთთან ომში, რატომ გადააბარეს ტერიტორიები, რატომ შეუცვალეს კოდორს სტატუსი.
ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა და ადამიანების ჩაგვრა, რასაც სტრასბურგის სასამართლომაც იგივე კვალიფიკაცია მიანიჭა, ესეც არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.