ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო. იგი არის ჩვენი თვითშეგნების განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს დროშას ყველამ პატივი სცეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.
კომენტარები