ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მსხვილი ინვესტიციით შევიდა „ემაარ ჯგუფი“, გახდა ამ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების გარანტია, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
„საქართველოში 6 მილიარდიანი უპრეცედენტო და ისტორიული ინვესტიციის განხორციელება არის ის სიკეთე, რომელსაც თითოეული ოჯახი ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავზე იგრძნობს. სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ სიკეთეს უპირისპირდებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ისტერიამ მოიცვა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
აქედანაც კარგად ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები უპირისპირდებიან საქართველოს, ქართულ ოჯახებს და ამ ქვეყანაში კეთილდღეობას, სტაბილურ განვითარებას და საერთაშორისო ინვესტიციებს, ვინაიდან მათი მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა დაინგრეს, განადგურდეს და საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, რასაც ვერ ეღირსებიან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.