ქალაქ ხობში ნოდარ შენგელიას სახელობის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია და ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდა, – ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„მინი სტადიონების რეაბილიტაცია მოქალაქეთა ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
მიმდინარე წელს მერია ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები