გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ემოციური გამოფიტვის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
პოლიტიკოსის ადვოკატის, ჰანს-პეტერ ჰუბერის განცხადებით, ახლა შრედერი ვერ უმკლავდება მის ცხოვრებაში არსებულ ვერც ფიზიკურ, ვერც ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. მან საზოგადოებას სთხოვა პატივი სცენ შრედერის პირად ცხოვრებას.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო შრედერმა გადადო მისი გამოსვლა საპარლამენტო კომისიაში, რომელიც გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს მშენებლობის საკითხებს იკვლევს.
ექიმების განცხადებით, 80 წლის ყოფილ კანცლერს მეხსიერების კონცენტრაციის პრობლემა და ძილის დარღვევა აქვს. მას აგრეთვე ემოციური მდგრადობის დაქვეითება აღენიშნება.
შრედერი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 1995-2008 წლებში იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეთავაზება მიიღო და კონცერნს Nord Stream AG-ს ჩაუდგა სათავეში, რომელიც ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადს 2“-ს აშენებდა.