აშშ-ში უკრაინის ელჩის ოქსანა მარკაროვას განცხადებით, დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის გუნდების შეხვედრაზე.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ზელენსკისა და ტრამპის გუნდების შეხვედრის მომზადება, მარკაროვამ ჟურნალისტებს უპასუხა: „ჩვენ ყოველთვის ვამზადებთ შეხვედრებსა და სატელეფონო ზარებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება. უკრაინას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გუნდთან სხვა ქვეყნებზე მეტი კონტაქტი აქვს“, – თქვა ელჩმა.
როგორც მარკაროვამ განაცხადა, საელჩოს კარგი კონტაქტები აქვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან და ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცთან.
კომენტარები