ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობას არ მისცემს.
„ირანი არ არის სუსტი. ირანი ახლა ძალიან ძლიერია და ჩვენ მათ არ მივცემთ შესაძლებლობას, ბირთვული იარაღი მოიპოვოს. ეს ძალიან მარტივია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე ღაზის სექტორიდან მოსახლეობის არაბულ ქვეყნებში გადაყვანის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ იორდანიისა და ეგვიპტის გარდა სხვა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ პალესტინელები, რომლებიც სამუდამოდ დატოვებენ ღაზას.
„მე ვფიქრობ, რომ ღაზა ახლა ნანგრევების ადგილია. ახლა ღაზაში ცხოვრება შეუძლებელია. ვფიქრობ, სხვა ადგილი გვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
კომენტარები