ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ერთი ოქროს და ერთი ჩვეულებრივი პეიჯერი აჩუქა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ამგვარად, ნეთანიაჰუმ მიანიშნა ტრამპს და საზოგადოებას, რომ გასული წლის სექტემბერში ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერების აფეთქების უკან ისრაელი დგას.
„ეს იყო დიდებული ოპერაცია“, – განაცხადა ტრამპმა საჩუქრის მიღების შემდეგ.
ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში ლიბანში პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 500-მდე ადამიანი ქმედითუუნარო გახდა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებდნენ.
კომენტარები