უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინი გეგმავს გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას.
„პუტინის ამბიციები და ის, რაც დღეს ჩვენ ვხედავთ – ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი არ შეჩერდეს. და ეს ფაქტია. ის ამ გზით წავა. ის კიდევ სხვა ქვეყნებზე იფიქრებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ის სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს. შეიძლება შემდეგ პოლონეთი ან ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდეს. და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ნახავთ, რომ გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე ის განალაგებს ძალებს ბელარუსის ტერიტორიაზე“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.
კომენტარები