გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კატეგორიულად უარყო დონალდ ტრამპის წინადადება, რომელიც ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლებას ითვალისწინებს.
„გადაწყვეტილება, რომელიც უგულებელყოფს ან არღვევს საერთაშორისო სამართალს, მიუღებელია“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ არაბული ქვეყნები დათანხმდებიან იძულებით გადაადგილებულ პალესტინელთა მიღებას.
შტაინმაიერმა ეს განცხადება ანკარაში გააკეთა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის წინ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმაც მწვავედ გააკრიტიკა ტრამპის გეგმა და მას „მიუღებელი“ უწოდა.
კომენტარები