სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა USAID-ს დაქირავებული გადატრიალებების პროფესიონალი ორგანიზატორი უწოდა.
მისივე თქმით, ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ფერადი რევოლუციების მოსაწყობად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სოლიდური თანხები დახარჯა. მაგალითისთვის, ბენცმა არაბული გაზაფხული, ასევე, ბელარუსსა და საქართველოში განვითარებული პროცესები მოიყვანა.
„USAID-ი დაქირავებული გადატრიალებების პროფესიონალი ორგანიზატორია. ამის უთვალავი დოკუმენტირებული მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, არაბული გაზაფხული. USAID-მა მილიარდ 500 მილიონი დოლარი დახარჯა ამ რეგიონში. თავად სააგენტოს დოკუმენტები არსებობს, რომლებიც მოწმობენ, რომ ოპერაციულად გეგმავდნენ ქუჩის გამოსვლებს, ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოშიც და ბელარუსშიც. 2009-2014 წლებში USAID-ი იდგა არაბული გაზაფხულის ფრონტის წინა ხაზზე, ასევე გავიხსენოთ ეგვიპტისა და ტუნისის და სხვა მრავალი მაგალითი, როდესაც აწყობენ ფერად რევოლუციებს და ამხობენ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს. ამას მხარს უჭერდნენ ე.წ. ციფრული დიპლომატიით, როდესაც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტს სურს, რომ რეჟიმის ცვლილება მოაწყოს ან ფერადი რევოლუცია, ან თუ რომელიმე არჩევნების მოგება სურთ რომელიმე ქვეყანაში. USAID-ი აფინანსებს ხალხს, ახალგაზრდულობის ჩართულობის მიზნით დემოკრატიული ინსტიტუტების ქსელებს აძლიერებს. ასწავლის როგორ გამოიყენონ „ფეისბუქ ჰეშტეგები“, რომ მოხდეს ქუჩის პროტესტების მობილიზება. ყველამ იცოდეს კონკრეტულად სად შეიკრიბონ და როდის, თუ როგორი სლოგანები გამოიყენონ“, – განაცხადა ბენცმა.