ბათუმში ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება. ტურნირში, რომელიც ხვალ ოფიციალურად დაიწყება, 32 ქვეყნიდან 50 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
„ქრონიკა“ ესაუბრა ფიგურული ციგურაობის ვიცე-პრეზიდენტს. როგორც მაკა გიორგობიანმა განაცხადა, საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ძალიან კარგი გამოხმაურებებია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.
„თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეიქმნა ბათუმში, რაც ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ევროპული ფესტივალი არის პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ეს მოედანი მიიღებს. ჩვენი სპორტსმენი, ინგა გურგენიძე უკვე ბათუმშია და ისიც მოსინჯავს ძალებს ახალ მოედანზე. საქართველო არის მერვე ქვეყანა, რომელიც ზამთრის ევროპულ ფესტივალს უმასპინძლებს. ველოდებით საუკეთესო შედეგებს ჩვენი სპორტსმენისგან“, – აცხადებს გიორგობიანი.