მზად ვიქნები მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ lTV News-თვის მიცემულ ინტერვიუში. ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულება 2025 წელს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა აუცილებელი ზომების მიღება. კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა გააკეთოს მეტი, ვიდრე უბრალოდ დაასრულოს ომი უკრაინაში, ის უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინს არ ექნება განმეორებითი შეტევის შესაძლებლობა, რაც მთელი დასავლეთის ინტერესებშია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაყინული კონფლიქტი გამოიწვევს პუტინის დაბრუნებას თავისი აგრესიით. ის არ გაჩერდება და დასავლეთი წააგებს“, – აცხადებს ზელენსკი.