აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდება. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, კონფერენციაზე, რომელიც 14 თებერვალს გაიხსნება, უკრაინის დელეგაციას ზელენსკი უხელმძღვანელებს. ვენსმა მოსალოდნელი შეხვედრა უკვე დაადასტურა და მიუნხენში ჩასასვლელად ემზადება.
ვენსისა და ზელენსკის შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში ვაშინგტონში, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს.
კომენტარები