USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონება 30 მილიონ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში აზიარებს.
მასკი კითხულობს, თუ როგორ შეძლო პაუერმა, საკუთარ ყოველწლიურ ხელფასზე ასჯერ დიდი ოდენობის სიმდიდრის დაგროვება.
ტრამპის ადმინისტრაციის ფარგლებში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაზიარებულ პოსტში წერია, რომ სამანტა პაუერის წლიური ხელფასი, 180 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა მისი ქონება 3 წელიწადში ექვსი მილიონი დოლარიდან, 30 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
კომენტარები