გვატემალაში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, კარლოს ერნანდესის განცხადებით, ავტობუსი დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გვატემალის პრეზიდენტმა, ბერნარდო არევალომ ტრაგედიის გამო სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
კომენტარები