პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ შვედეთისა და დანიის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის გამომწვევი პროცესების დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ჩვეულებრივი მარგინალების დამფინანსებელი ქვეყნები არიან.
„შვედეთი ზოგადად გამოირჩევა, შვედეთთან ერთად დანიაც, რადიკალების დაფინანსებით თუ მხარდაჭერით, ცალკეული ქმედებებით, ცალკეული განცხადებებით. თქვენ იცით რომ ჩამოსულიც კი იყო და მიტინგში მონაწილეობდა უცხო ქვეყნის ლობისტური ჯგუფები და პატრონები, რომლის დაქვემდებარებაშიც არიან აქაური უსამშობლოები, ჩვენთან ვინც არიან რადიკალურ ოპოზიციაში, რომელთაც არ აინტერესებს საქართველოს ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები.
მათი ამოცანა არის, რომ ზედმიწევნით შეასრულონ რა დაკვეთაც მოვა მათი პატრონებისგან. რაც შეეხება შვედეთს და დანიას, ესენი არიან ჩვეულებრივი მარგინალების დამფინანსებელი ქვეყნები. ის რაც იკადრეს მათ და აკეთეს, მოლოტოვის კოქტეილს აფინანსებდნენ ქართული პოლიციის წინააღმდეგ, ამ რევოლუციურ სცენარებს და მაიდანის სცენარებს დღემდე ეტრფიან და უნდათ, აი შვედეთის წარმომადგენლებს, იქ იყო წარმომადგენელი საჯარო პირი ვინც ამას მოუწოდებდა. სამარცხვინოები არიან, მეტი რა უნდა ვთქვათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, არ გაუკვირდება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაშიშვლებულ ცალკეულ დაფინანსებებში ამოიკითხოს შვედეთის მთავრობის გარკვეული პირები. მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოები, რომლებიც არიან ჩართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისეთივე ხელმოცარულები დარჩებიან, როგორც უსამშობლო ოპოზიცია.
„მე არ გამიკვირდება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაშიშვლებულ ცალკეულ დაფინანსებებში ჩვენ ამოვიკითხოთ მათ შორის შვედეთის მთავრობის გარკვეული პირები ვინც ფინანსდებოდნენ. მათ შორის დანიის ხელისუფლებაშიც და საჯარო პოლიტიკური პირები. არ გამიკვირდება იქიდან ყოფილიყო დაფინანსება ევროპაში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ხომ ვნახეთ დემარში, თქვენ გგონიათ ის შემთხვევითი იყო, ევროკავშირის ელჩები რომ ერთხმად ადგნენ და სააკაშვილს კლავენო?! არ გახსოვთ? თქვენ შემთხვევით გგონიათ? არა – ამას დირიჟორობდა ცენტრიდან ვიღაცა, ვინც აფინანსებდა.
სააკაშვილს კლავენო, წამლავენო – ბოდიში მოიხადა ვინმემ ამაზე? ვინმე გამოვიდა და თქვა შეცდომაში ვიყავით შეყვანილი? ჩვენ ვამბობდით იკვებოს და მეტი არაფერი. ამიტომ კიდევ ერთხელ, აი ეს სახელმწიფოები, რომელიც არიან ჩართული ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისეთი ხელმოცარულები დარჩებიან, როგორც ეს უსამშობლო ოპოზიცია, ახლა რომ დარბის გარეთ და სიგიჟეებს სჩადის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.