საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის „რაგბი ევროპის“ კიდევ ერთი მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა სტუმრად ესპანეთი დაამარცხეს. პირველი ტაიმი საქართველოს სასარგებლოდ – 13:34 დასრულდა. ქართველი მორაგბეების უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მეტოქეს 32:62 მოუგეს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონში „რაგბი ევროპის“ პირველი მატჩი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მატჩი სარეკორდო ანგარიშით – 110:0 მოიგო, მეორე თამაშში კი ნიდერლანდელებს უმასპინძლა და სტუმრებს ანგარიშით 40:7 სძლია.
ამ შედეგებით საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ბორჯღალოსნები ნახევარფინალში პირველ, ან 2 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ – 16-ჯერ „ბორჯღალოსნებს“ აქვთ მოგებული. ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ 7-ჯერ იზეიმეს.