პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენელობაში მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში.
დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სესიის ფარგლებში მონაწილეობას იღებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, მათ შორის:
სისხლის სამართელბრივი დევნის გამოცხადება და დასჯა დაყეშის (ისლამურისახელმწიფოს) მიერ ჩადენილი ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის ან შესაძლო გენოციდისთვისაც (შესავალი მემორანდუმი სგანხილვა);
· ადამიანის უფლებები ჩრდილოეთ კავკასიაში (რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტში გასათვალისწინებელი ცვლილებების განხილვა);
· საგანგებო მდგომარეობა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ გადახვევასთან დაკავშირებული პროპორციულობის საკითხი (შესავალი მემორანდუმის განხილვა).
დღესვე, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა ჩატარდება.