„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, უკვე დამტკიცებულია მზია ამაღლობელის შესაბამისი პროტოკოლი, თანმხლებ მკურნალობასთან ერთად.
მისივე თქმით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება და კვლევების ჩატარება ყოველდღიურად მოხდება.
„კონტროლდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყოველდღიურად კეთდებოდა პროტოკოლური კვლევები, კლინიკის პირობებში გაგრძელდება მისი შემდგომი მკურნალობა, იმიტომ რომ ეს ეტაპიც ძალიან საყურადღებოა, რომ არ განვითარდეს ე. წ. „რეფიდინგის“ სინდრომი, ყველაფერი გაკეთება, ყველანაირი პრევენციულიღონისძიება ჩატარდება.
მას შემდეგ, რაც ჩვენ მოუწოდებთ მის კოლეგებს, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში, ამის შემდეგ რატომღაც მაინც გამოჩნდნენ ე. წ. ვაიჟურნალისტები, რომლის სამიზნეც გახდა კლინიკა და კერძოდ მე. თუ ადამიანის ჯანმრთელობა გაწუხებს და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავ, ხელი უნდა შეუწყო, რომ ის დაუბრუნდეს ნორმალურ პროცესებს, აქ, ეტყობა იყო ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელსაც უნდოდათ მდგომარეობა მეტად გართულებულიყო“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
„ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.