შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, ორ მისამართზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ, – განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბაგების სტუდქალაქში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, შეტყობინება ფართების დაკანონების თემას ეხებოდა და მართლწესრიგის ოფიცრებმა გადაამოწმეს აღნიშნულ მისამართებზე ცხოვრობდნენ თუ არა კონკრეტული პირები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, ორ მისამართზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ. შემოსული შეტყობინება ფართების დაკანონების თემას ეხებოდა და მართლწესრიგის ოფიცრებმა გადაამოწმეს აღნიშნულ მისამართებზე ცხოვრობდნენ თუ არა კონკრეტული პირები“, – განაცხადეს შსს-ში.