საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა, – ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ლაშა მაღრაძეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სააღსრულებო და სასამართლო სისტემა, სამოსამართლო სწავლება, ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
მინისტრის მოადგილე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი იყო. ლაშა მაღრაძე „ტრენინგებისა და მართვის საკონსულტაციო გუნდის (TMCT)“ და „სამართლის ინოვაციური სკოლის “ დამფუძნებელია.
სპორტის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძის დანიშვნის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.