რადიკალურად შეიცვალა შეერთებული შტატების პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა. ეს მიუთითებს 180 გრადუსიან ცვლილებაზე, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
მისივე თქმით, კონსტატაცია უნდა მოვახდინოთ ერთი ფაქტის, ლიბერალურ-გლობალისტური პროექტი დაასრულეს და ეს დაიწყო იმ ადგილიდან, საიდანაც ჩაისახა, შეერთებული შტატებიდან.
„იქ მიდის დარბევა ამ გლობალისტების სტრუქტურების, გაწმენდა ამერიკული ფედერალური სისტემის სახელმწიფო უწყებების, ფედერალურ დონეზე და ახლა ცდილობენ ევროპაში შექმნან, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის ძალა. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის ომიც ამის ნაწილი იყო, ამ პროექტის და ტრამპი აპირებს ამ ომის გაჩერებას. რატომ არ მიიწვიეს ბატონი ზელენსკი, ვინაიდან მათი აზრით არ წარმოადგენ სუბიექტს და ზელენსკის ისინი განიხილავენ როგორც გლობალისტური-ლიბერალური წრეების, ასე ვთქვათ, მართვად ფიგურას. შესაბამისად, არ აქცევენ ყურადღებას.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ პირადი დამოკიდებულება. ზელენსკიმ საკმაოდ უარყოფითი როლი ითამაშა პირადად ტრამპის წინა არჩევნების დროს პერიპეტიებში. ამიტომ, ეს პირადი თემაც თან ახლავს, თუმცა ამ დონეზე, პირადზე, განსაკუთრებული ფოკუსირება, რა თქმა უნდა, არ ხდება.
მოკლედ, საუდის არაბეთში რაც მოხდა, ფაქტობრივად, ეს არის განაჩენი ზელენსკის პოლიტიკური მომავლის შესახებ და თუ ის შეეცდება სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას ქმედებებით, ამ შემთხვევაში ტაკერ კარლსონს უკვე გააჟღერებინეს ის, რომ ამერიკული იარაღი გადაცემული უკრაინისთვის ნარკო კარტელების ხელში აღმოჩნდა მექსიკაში და სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.