ადამიანები, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურობენ და მავნებლურ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის ქართულ აგენტურას გაიდლაინებს უწესებენ, საქართველოს კეთილდღეობას ნამდვილად არ ემსახურებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„ადამიანები, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურობენ და მავნებლურ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის ქართულ აგენტურას გაიდლაინებს უწესებენ, როგორ უნდა მოიქცნენ იმისთვის, რომ ქვეყანა ჩამოშალონ და დაანგრიონ, რა თქმა უნდა, კონკრეტული იდეით აგენტები არიან და საქართველოს კეთილდღეობას ნამდვილად არ ემსახურებიან. მათი მიზანი ეკონომიკის ჩამოშლა რომ არის, ეს არახალია. აქციის მონაწილეები იაზრებდნენ, რომ თავიანთი ქმედებებით, მოლოდინების გაუარესებით, ეკონომიკას პირდაპირ ანგრევდნენ. მათ არ ენანებოდათ, რომ ეკონომიკა დაეზიანებინათ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეიტინგები გაეურასებინათ, რაც ინვესტიციებისთვის მთავარია. მათი მავნებლობის მიუხედავად, ეკონომიკა ძლიერდება“,-განაცხადა წილოსანმა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა საკუთარ წერილში თქვა: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.