სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ბიზნესმენ გოგი-გიორგი თოფაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბატონ გოგი-გიორგის გარდაცვალების გამო. მადლიერნი ვართ მისი წლების მანძილზე ეკლესიისათვის გამოჩენილი თანადგომისათვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მეუღლეს, შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და ბატონ გოგი-გიორგის გულშემატკივართ ღმერთმა მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა”, – წერია სამძიმრის წერილში.
კომენტარები