მე არ მგონია იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უნდა კბენდნენ, თითს იშვერდნენ. ეს პარტიები ახლაც მარტო თავის ამომრჩეველს ეპრანჭებიან. მაგის დრო არ არის, ეს არავის აინტერესებს, ხალხი არის გაერთიანებული, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა.
ნანკა კალატოზიშვილი ოთხი ბარიერგადალახული პარტიების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ხალხმა მათი ერთიანი ბრძოლა ვერ დაინახა. კალატოზიშვილის თქმით, პოლიტიკოსობა არ არის პრივილეგია, არის დიდი პასუხისმგებლობა.„ან არიან ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ან არა და პასიური პოზიდან უნდა გამოვიდნენ”. მისივე თქმით, ყველა „აზრზე უნდა მოვიდეს და ერთიანი ძალა გვანახონ“.
„არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ რაღაც მოახერხა და თავისი ქარტიით ერთობის სურათი დადო და გვეგონა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებდა ამათ ერთ ძალად გაერთიანებას. არჩევნების მერე რასაც ვუყურებთ, მართლა, ხან ვიღაცამ ფული აიღო, ხან ვიღაცამ არ აიღო, შენ ვისგან აიღე, ერთმანეთის ჭამის იქით… ის რომ ერთი ბირთვი, ერთიანი ძალა იყვნენ ეს ოპოზიციური პარტიები და ხალხს ზუსტად ეგ დაემართა, რომ ეს ერთიანი ბრძოლა ვერ დავინახეთ ამ ადამიანების. გახარიამ თავის ბუღალტერიას გადაგვაყოლა. გავიგეთ, რომ პარტიას ჭირდება ფინანსები, მაგრამ იმ დღეს გადაცემას ვუყურებდი და ლიდერები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ერთ სტუდიაში არ სხდებიან და ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციურ მთავრობაზე, ვიბრძვით ამისთვის იმ ოპოზიციასთან, რომელიც ერთმანეთს არ ელაპარაკება. გავიგე რომ ერთმანეთს არ ენდობიან, ჩვენ გვკითხონ როგორ ვენდობით მათ, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებმა, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ფასეულობები გამოვიჩინეთ, ერთად დავდექით იმიტომ, რომ სახელმწიფოს გადარჩენა გვინდოდა, მათ ხმა მივეცით და ახლა კეთილი ინებონ და ერთიანი ძალა გამოიჩინონ. ცალ-ცალკე კი არა, ერთად იბრძვიან ამ ქვეყნისთვის. სხვა როგორ უნდა დავინახო, რომ ამ პარტიებს უყვართ საქართველო? როგორ უნდა დავინახო თავგანწირვა.
პოლიტიკოსობა არ არის პრივილეგია. არის დიდი პასუხისმგებლობა. ან არიან ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ან არ არიან. იგივე ქალბატონი სალომე, პასიური პოზიდან უნდა გამოვიდნენ. „ოცნება“ თუ ვერ თმობს თავის ფულს, ესენი თავის ეგოებს ვერ თმობენ. უნდა დათმონ, ერთად საუბარი უნდა შეძლონ, ეთერებში ერთად დაჯდომაც უნდა შეძლონ. არ არის ამის დრო, რომ გახარია გამოვიდეს და პლაკატი უფრიალოს, გვარამიამ ვიღაცას რაღაცა უთხრას, ერთი წამით მართლა, აზრზე უნდა მოვიდეს ყველა და ერთიანი ძალა უნდა გვანახონ. ჩვენი პრეზიდენტი მართლა აკეთებდა იმას, რომ ერთიანი ფრონტის შეგრძნებას აჩენდა, მაგრამ ეტყობა ბოლომდე ვერ ქნა და ესენი თავის ეგოებს ვერ თმობენ. როგორ უნდა დავინახოთ ხალხმა, რომ ამ ოთხ პარტიას ქვეყანა ისე უყვართ, რომ თავგანწირვას გვანახებენ და ეგოებს გადადებენ გვერდზე“ – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.