საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს.
ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ.
„გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს. მესტიაში „გიზ-გიზი“ Freeride World Tour-ის პერიოდში მიმდინარეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი, მეორე წელია, იმართება.
კომენტარები