სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან დაკავშირებით არსებული ვითარება შეაფასა.
ბესელიას განცხადებით, პედრო აგრამუნტი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგა და მას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის, „სახალხო პარტიაც უპირისპირდება.
ეკა ბესელიას განცხადებით, პედრო აგრამუნტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების მოთხოვნას ქართული დელეგაციაც უერთდება.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, ის როგორ გამოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასარგებლოდ ღია მხარდაჭერით, მისი ღია განცხადებები და გალაშქრება ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი მხარდაჭერითაც მოვიდა ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოზიციაზე, როდესაც ეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. დღეს აქვს მას მძიმე ვითარება, მის მიმართ ღიად გაცხადებული პოლიტიკური უნდობლობაა, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მათ შორის, მისივე პოლიტიკური ჯგუფი -„სახალხო პარტია“ უპირისპირდება მას. ჩვენ ბუნებრივია შევუერთდით ამ საპროტესტო უნდობლობის პროცესს და ჩვენც ვითხოვთ, რომ მან დატოვოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობა. ეს ბოლო პოლიტიკური პროცესი და ღიად გაცხადებული უნდობლობა აგრამუნტის მიმართ უკვე ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიყვანილი. ძალიან მძიმე ბრალდებებია მის მიმართ. როდესაც თავის დროზე ჩვენ ამ ბრალდებებით და უნდობლობით ვიყავით განწყობილნი, მაშინ ვიყავით უმცირესობაში და სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკვე ფაქტის წინაშე დგას ასამბლეა, ღიად ამბობს, რომ ის აღარ უნდა იყოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
“კარგად გვახსოვს, როგორ გამოდიოდა აგრამუნტი “ნაციონალების“ სასარგებლოდ ღია მხარდაჭერით”
2017/04/26 19:11:44
კომენტარები
ნანახია: 1234 ჯერ