დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის, ისევე როგორც ეს გაკეთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროს.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პარტია ხელს შეუწყობს ისეთი ქვეყნის შენებას, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პოზიტიური გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები დემოკრატიული ინსტიტუტების კონსტიტუციური სისტემა იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური სტრუქტურები შეასრულებენ.
„პარტიული საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს, როგორიცაა: ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; კონკურენცია და არა მტრობა; შემკრებობა და არა გამთიშველობა. პარტიის ფორმირება დასრულდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. საარჩევნო გუნდის წარდგენა დაგეგმილია მაისის ბოლოსთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები