სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოს არის, ჩვენ არა სიტყვები, არამედ დოკუმენტები გვჭირდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოს არ აქვს ნდობა, მათ შორის არც სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის მიმართ და რასაც ისინი ამბობენ, აზერბაიჯანისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, გვჭირდება ქაღალდები. ჩვენ გვჭირდება, მათ კონსტიტუციას არ ჰქონდეს რაიმე ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანთან. ისინი კვლავ არსებობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფი დაიშალოს. ეს არის ჩვენი გზავნილი სომხეთისთვის და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მინსკის ჯგუფის შენარჩუნებაში ლოგიკა არ არსებობს. იგი შეიქმნა ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად. დღეს ეს საკითხი მოგვარებულია. სომხეთი აღიარებს ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად. რატომ არ შემოგვიერთდით ერთობლივ განცხადებაში ეუთო-ში მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. მათ არ სურთ. ამრიგად, მათ სურთ შეინარჩუნონ „მათი პოზიციების ნაწილი“ ხმელეთზე ჩვენს ტერიტორიაზე, ახლა, რა თქმა უნდა, ვირტუალურად. და ის, რომ ისინი ზრდიან სამხედრო პოტენციალს – რას მოწმობს ეს? ეს აჩვენებს, რომ ახალი ომისთვის ემზადებიან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.