„რადიო თავისუფლებას“ ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ ფედერალური გრანტები გაუუქმა. გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მენეჯმენტს გაეგზავნა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. მათ აღარ ექნებათ სამთავრობო შენობებში შესვლის ან სამთავრობო სისტემების გამოყენების უფლება.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორისაა სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედია საშუალებებს მსოფლიოში.
კომენტარები