უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად გენერალ-მაიორი ანდრიი გნატოვი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გნატოვს 27-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს. ის საზღვაო ქვეითთა ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის აღმოსავლეთის ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს მეთაურობდა.
გნატოვმა ამ პოსტზე ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა.
კომენტარები