ვატიკანმა რომის პაპის, ფრანცისკეს პირველი ფოტო გაავრცელა საავადმყოფოდან, სადაც ჩანს, რომ პაპი დამოუკიდებლად სუნთქავს. პაპი ფრანცისკე ფოტოში ზურგით ზის საავადმყოფოს სამლოცველოში, საკურთხევლის პირისპირ.
შეგახსენებთ, პაპი უკვე რამდენიმე კვირაა, საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს. ვატიკანის თქმით, ფოტო კვირასაა გადაღებული, როდესაც პაპმა, სხვა მღვდლებთან ერთად, სამლოცველოში მესა აღავლინა. ვატიკანში აცხადებენ, რომ პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
კომენტარები