დააკავეს ქართველი კაცი, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილი, რომელმაც გერმანიის ქალაქ გერას ტრამვაიში ცოლს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
მედიის ცნობით, ის პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა.
გუშინ, 16 მარტს გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ კაცს, რომელმაც ქალაქ გერაში ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
მომხდარის შემდეგ მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა.
რაც შეეხება დაზარალებულს, ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრით ჩააქრო.
მძიმედ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები