აშშ ვენესუელას დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ მიიღებს აშშ-დან დეპორტირებულ საკუთარ მოქალაქეებს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა.
„მადუროს რეჟიმი დეპორტაციის ფრენების თანმიმდევრულ ნაკადს თუ არ მიიღებს, დამატებითი მიზეზების ან დაყოვნების გარეშე, აშშ დააწესებს ახალ, მკაცრ და მზარდ სანქციებს“, – აცხადებს რუბიო.
კომენტარები