ჰოლივუდის რეჟისორი და სცენარისტი კარლ ერიკ რინში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან Netflix-გან 11 მილიონი დოლარი მიიღო მეცნიერულ-ფანტასტიკური შოუსთვის, რომელიც ეთერში არ გასულა. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.
შოუს კეთების ნაცვლად 47 წლის რინში კრიპტოვალუტისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენით იყო დაკავებული. 3,8 მილიონი დოლარი მან ანტიკვარიატსა და ავეჯში დახარჯა, 652 000 დოლარი კი – ტანსაცმელსა და საათებში. 2,4 მილიონი დოლარით მან ხუთი Rolls-Royce-ი და ერთი Ferrari-ი შეიძინა.
პროკურორების თქმით, Netflix-მა რინშს შოუსთვის თავიდან 44 მილიონი დოლარი გამოუყო, თუმცა შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ კიდევ 11 მილიონი დოლარი სჭირდებოდა.
კომენტარები