გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად, თავდაცვის მინისტრი გორში, I ქვეით ბრიგადასა და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ლევან იზორიამ, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.