13 ივნისს, თბილისს სოფი ლორენი ეწვევა. ამის შესახებ ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ”ნატვრის ხის” მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ფონდ ”ნატვრის ხის” ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სოფი ლორენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
”სოფი ლორენი 13 ივნისს გვიან ღამით ეწვევა თბილისს. მსახიობი საქართველოში ნინო სურგულაძის მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვა. სოფი ლორენი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი ”ნატვრის ხე”, როგორც ცნობილია, 15 ივნისს მსოფლიო პრემიერას გამართავს. მას დაახლოებით, 200-მდე უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება. ძალიან აქტიურია. ჟურნალისტები ჩამოდიან ლონდონიდან, იტალიიდან, კიევიდან, რუსეთიდან, ასევე ჩამოდიან ფოტო პაპარაცებიც”, – აღნიშნავენ ფონდ ”ნატვრის ხეში”.
იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, მისთვის საქართველოში იტალიელი კონოვარსკვლავის მიღება დიდი პატივია.