სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, – ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
„როგორც ჩანს, მედიის ჰობია, რომ ამაზე ისაუბროს. სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და არანაირი კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით არ არის. მე ვამბობ იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ მენეჯერს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს. თუ პრემიერ-მინისტრი დაინახავს ასეთი ცვლილებების აუცილებლობას, არაფერი წინ არ დაუდგება იმას, რომ განხორციელდეს. ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არ არსებობს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
კომენტარები