თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს.
როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, 25 წელიწადია ქვეყანა ერთსა და იმავე წრეზე დადის.
“ვერ მივხვდით, რომ აქ მთავარი პრობლემა არის სასამართლო. სამართალი ვერ იპოვეს ადამიანებმა ამ ქვეყანაში. მე შიგნიდანაც ვცდილობდი ამ ყველაფრის სწორად წარმართვას. თუ ვინმეს სასამართლოს შეცვლა უნდა, ზეგავლენა უნდა იქონიოს პოლიტიკოსებზე და პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ვნახოთ! “,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მას არ აქვს რაიმე თანამდებობაზე მოსვლის ინტერესი, მისი მთავარი სურვილი ქვეყანაში სამართლის არსებობაა.
“არ ვიცი, ამას მე თვითონ გავაკეთებ მომავალში თუ ვინმე სხვა, არაფერს გამოვრიცხავ. თუ ამ ქვეყანაში ვინმეს ცხოვრება უნდა, სამართლის არსებობაზე რომ უნდა იზრუნოს, მე პირადად ამას დიდი ხანია მივხვდი და იმედია, იმედია ქვეყანაში ბევრია ამის მომხრე”,-აღნიშნა ახვლედიანმა.