საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„ის რაც მოხდა, კიდევ ერთი ნაბიჯია იმ კამპანიის ფარგლებში, რასაც ჰქვია „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლა. 2014 წელს გარკეული ჯგუფის მედიკამენტები გავიდა მაღალი კონტროლის ჯგუფში, ამავე წლის სექტემბერში რეცეპტის ინსტიტუტი აღდგა. 2015 წლის დასაწყისში კი ორი მინისტრის ბრძანებით ეს ჯგუფი შეიქმნა. გამომდინარე აქედან, „სააფთიაქო ნარკომანიის“ ინტრავენური ფორმა 95%-ით არის შემცირებული, თუმცა პრობლემა რჩება ტაბლეტირებული ფორმით. მსგავსი ნაბიჯები და ალბათ საკანონმდებლო ცვლილებიც იქნება საჭირო და ვფიქრობ, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს, როგორიც მიიღო „სააფთიაქო ინტრავენურმა ნარკომანიამ. „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლა ბოლო წლებში სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს და შედეგიც არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.