„ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას -ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“,– ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი კონგრესმენების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართვას.
„ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას -ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.