აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქტის ხელმოწერას ეხმაურება.
„ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო არის აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორი რეგიონში და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარდება და განმტკიცდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის აზრით, ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტით შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გამოხატავს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ამ აქტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს, ახდენს იმ შესაძლო განვითრების პრევენციას, რომელიც უკავშირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპაციის მხარდაჭერას და ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.